Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილებმა „დირსის“ ერთი კორპუსი დატოვეს


დევნილებთან, რომლებიც „დირსის“ კორპუსში იყვნენ შეჭრილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხვალიდან სამუშაო რეჟიმში ურთიერთობას განაახლებს,- განაცხადა მინიტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძე.

„დირსის“ერთ-ერთი მშენებარე კორპუსი დატოვა დევნილთა ნაწილმა, რომლებმაც შენობა თვითნებურად დაიკავეს.

„ინდივიდუალურად გავიარეთ ყველა ოჯახის საკითხი. ხვალიდან უკვე შეგვეძლება, ნორმალურ, სამართლებრივ რეჟიმში დავბრუნდეთ და ჩვენს ოფისში შევძლოთ საკითხების გადაწყვეტა. წესი და რიგი არის ასეთი, ანუ ყველაზე მეტად ვისაც უჭირს, ის იღებს ბინას. თბილისში მიიღებს ბინას ის დევნილი, რომელიც 2013 წლის ივნისამდე არის თბილისში რეგისტრირებული. ეს ყველაფერი განემარტათ მათ. “, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება „დირსის“ მე-15 კორპუსში მყოფ დევნილებს, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, მათთანაც იგივე პროცესი წარიმართება.

„დღეს ჩვენ მოგვაწოდეს 120 ოჯახის სია, შევისწავლეთ ეს ოჯახები და, როგორც გავაკეთეთ მე-13 კორპუსში შეჭრილ დევნილებთან მიმართებაში, შეგვიძლია დანარჩენი დევნილების წარმომადგენელთან ერთადაც დავსხდეთ და დეტალურად გავიაროთ ყველა ოჯახის პერსპექტივა. იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებებიც წარმატებულად დასრულდება“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ

„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში შეჭრილმა 130-მდე დევნილმა ოჯახმა ტერიტორია დატოვა. ადგილზე რჩება კიდევ ასამდე ოჯახი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG