Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური ქსელებით კვლავ ვრცელდება პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი


სოციალური ქსელებით ისევ გავრცელდა საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ჩანაწერი მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, რომელმაც ფაქტი სამართალდამცავებს შეატყობინა. მას პოლიციაში დღეს გამოკითხავენ.

სოციალური ქსელებით ეს ვიდეოჩანაწერი უკვე რამდენიმე თვეა, პერიოდულად ვრცელდება. მისი უკანონოდ შენახვის და გავრცელების ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული ოცამდე პირი, თუმცა, გავრცელების პირველწყარო ამ დრომდე დადგენილი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG