Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში იმყოფება


დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

3 აპრილს იწყება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორდღიანი ვიზიტი ვაშინგტონში, რომელიც ნატოს დაარსებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მასპინძლობს.

დავით ზალკალიანი ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს, მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში „NATO Engages: The Alliance at 70 Years.“ მინისტრი სიტყვით გამოვა ნატოს გაფართოებისადმი მიძღვნილ პანელზე: „უსაფრთხოების გაფართოება სამეზობლოში: ნატოს პარტნიორობის მემკვიდრეობა და მომავალი.“

ვაშინგტონში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG