Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2017 წელს სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილების თქმით, მათ საპატიმროში აწამებდნენ


2017 წელს სანქტ-პეტერბურგშის მეტროში მოწყობილ აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესი. 2019 წ. 2 აპრილი.
2017 წელს სანქტ-პეტერბურგშის მეტროში მოწყობილ აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესი. 2019 წ. 2 აპრილი.

2017 წელს სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილები აცხადებენ, რომ საპატიმროში მათ აწამებდნენ გამოძიების პროცესში, როცა გამომძიებლები ცდილობდნენ დაედგინათ კავშირები მამაკაცთან, რომელმაც თავი აიფეთქა. წამების ბოლო ბრალდება გამოჩნდა, როცა 2 აპრილს დაიწყო 11 ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესი. ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, ის წაიყვანეს „საიდუმლო ციხეში“ და ელექტროშოკებითა და სხვა მეთოდებით აწამებდნენ.

იანა ტეპლიცკაიამ, რომელიც პატიმართა უფლებებს იცავს, მედიას განუცხადა, რომ მუხამადიუსუპ ერმატოვის თქმით, ის აწამეს მას შემდეგ, რაც სანქტ-პეტერბურგში დააპატიმრეს 2017 წლის 5 აპრილს.

ერმატოვსა და ათ დანარჩენ ეჭვმიტანილს ბრალად ედებათ კავშირი თვითმკვლელ აკბარჯონ ჯალილოვთან, ყირგიზეთში დაბადებული უზბეკური წარმოშობის რუსეთის მოქალაქესთან, რომელმაც, ხელისუფლების თანახმად, აფეთქება განახორციელა რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში 2017 წლის 3 აპრილს. აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 67 დაიჭრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG