Accessibility links

site logo site logo

გულნარა ქარიმოვა ტაშკენტის მახლობლად მდებარე ქალთა კოლონიაში იმყოფება


უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის ქალიშვილი გულნარა ტაშკენტის მახლობლად მდებარე ქალთა კოლონიაში იმყოფება. ამის შესახებ განაცხადა მისმა ადვოკატმა გრეგუარ მანჟამ. მარტში ქარიმოვა, რომელსაც ადრე ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნევდნენ, დანაშაული დაუმძიმეს.

ქარიმოვას თაობაზე მისმა ადვოკატმა ტვიტერში დაწერა. „ახლა ჩამოვედი ქალთა No 21 კოლონიაში ზანგიათში. ვცდილობ კლიენტთან შეხვედრის მისაღები უფლებების მიღებას,“ - დაწერა მან 1 აპრილს. შეძლო თუ არა კლიენტთან შეხვედრა, მანჟა არ იტყობინება.

მარტის დამდეგს ტაშკენტში გულნარა ქარიმოვას სასჯელი დაუმძიმეს. ის შინაპატიმრობიდან საერთო რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს „სასჯელის მოხდის წესის ბოროტად დარღვევის“ გამო, იტყობინება ქვეყნის გენერალური პროკურატურა.

2015 წელს ქარიმოვა ტაშკენტის სასამართლომ დამნაშავედ ცნო გადასახადების გადაუხდელობასა და ქონების დატაცებაში და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა თაღლითობის ბრალდებით.

2017 წლის დეკემბერში, მამამისის გარდაცვალების შემდეგ, ქარიმოვას ათი წლით პატიმრობა მიესაჯა.

მარტში ცნობილი გახდა, რომ აშშ მას ბრალს სდებს მექრთამეობასა და ფულის გათეთრებაში 865 მილიონი დოლარის ოდენობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG