Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა ორ უკრაინელს


უკრაინა, 2019 წლის 4 აპრილი: ყირიმში საბოტაჟის დაგეგმვის ბრალდებით გასამართლებული უკრაინელები, ვლადიმირ დუდკა და ალექსეი ბესარაბოვი
უკრაინა, 2019 წლის 4 აპრილი: ყირიმში საბოტაჟის დაგეგმვის ბრალდებით გასამართლებული უკრაინელები, ვლადიმირ დუდკა და ალექსეი ბესარაბოვი

ყირიმში მოსკოვს დაქვემდებარებულმა სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა ორ უკრაინელს, ვლადიმირ დუდკასა და ალექსეი ბესარაბოვს, რომლებიც დამნაშავედ ცნო ნახევარკუნძულზე საბოტაჟის დაგეგმვაში.

სევასტოპოლის საქალაქო სასამართლომ 4 აპრილს გამოაცხადა სასჯელი. მათი სასამართლო პროცესი აგვისტოში დაიწყო და დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

დუდკა, ბესარაბოვი და ასევე უკრაინის მოქალაქე დმიტრი შტიბლიკოვი ყირიმში 2016 წლის ნოემბერში დააკავეს და საბოტაჟის მცდელობის ბრალდება წაუყენეს.

შტიბლიკოვი ცალკე გაასამართლეს. 2017 წელს ის დამნაშავედ ცნეს საბოტაჟის დაგეგმვასა და იარაღის უკანონოდ ფლობაში. მას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქეებს ყირიმში, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით აკავებენ მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა უკანონოდ მიიერთა უკრაინის კუთვნილი ეს ნახევარკუნძული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG