Accessibility links

site logo site logo

სტრასბურგი ბულგარეთს მოუწოდებს, არ გადასცეს ირანს საქართველოს მოქალაქე გაროზგვის საფრთხის გამო


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ბულგარეთს მოუწოდებს, არ გადასცეს ირანს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქურდობაშია ბრალდებული. სასამართლოს პრესრელიზში, რომელიც 4 აპრილს გამოქვეყნდა, გამოთქმულია შეშფოთება, რომ ბრალდებულს ირანში გაროზგვა ემუქრება.

საქართველოს მოქალაქე მოხსენიებულია 1951 წელს დაბადებულ, ამჟამად სოფიის ციხეში მყოფ გ.ს.-დ, რომელსაც ირანში ექსტრადიცია ემუქრება.

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ირანში ექსტრადიციის შედეგად დაირღვეოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი - წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა.

გ.ს. დააკავეს 2016 წლის დეკემბერში ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე, როცა საქართველოდან ბულგარეთში ჩაფრინდა. ინტერპოლის ინფორმაციით, 2016 წელს მან 50 000 ევრო მოიპარა თეირანში ვალუტის გადასაცვლელი პუნქტიდან. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას, პატიმრობის გარდა, გაროზგვაც ემუქრება.

საქართველოს მოქალაქემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG