Accessibility links

site logo site logo

ვლადიმერ კონსტანტინიდი: ბარსელონაში დაკავებულები ინფორმირებულნი იყვნენ შედეგებზე


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციისას საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში, შესაბამისი წესით გაივლიან ყველა იმ სასამართლო პროცედურას, რაც ესპანეთის შიდა კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებმაც სავიზო რეჟიმი დაარღვიეს, საერთაშორისო სტანდარტებით ეძლევათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ სასამართლოში ან გაასაჩივრონ აღნიშნული გადაწყვეტილება.

ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ საქართველოს კონსული სპეცოპერაციის ჩატარებამდე არაერთხელ შეხვდა საქართველოს მოქალაქეებს და მათთან გადიოდა კონსულტაციებს:

"საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით ჩართული არის და ინფორმირებულია ყველა დეტალზე. სამწუხაროდ, იქ არიან ადამიანები, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ თან. საკონსულომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ადამიანები გაფრთხილებული ყოფილიყვნენ სავიზო რეჟიმის დარღვევის შესაძლო შედეგებზე", - ამბობს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად სულ დაკავებულია საქართველოს 66 მოქალაქე. გარდა ამისა, ადმინისტრაციული წესით, საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებულია საქართველოს 41 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG