Accessibility links

site logo site logo

კობა გვენეტაძე: ფულის გათეთრების დადგენა ჩვენი საქმე არ არის


ეროვნული ბანკის ფუნქცია არ არის, დაადგინოს ფულის გათეთრება, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ 5 აპრილს პარლამენტის სხდომაზე, დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ.

დეპუტატები დაინტერესდნენ, თვლის თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომ „TBC ბანკის“ დამფუძნებლების მიერ განხორციელებულ ტრანზაქციაში ფულის გათეთრების ნიშნები იკვეთება, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში.

„(ფინანსური მონიტორინგის სამსახურის) შეტყობინება მივიღეთ 2018 წლის აგვისტოში და ამის შემდეგ კანონი, რეგლამენტი, პროცედურები გვავალდებულებდა, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გვავალდებულებდა, რომ ამ საკითხის მოკვლევა დაგვეწყო... ჩვენ არ დაგვიწყია მოკვლევა იმასთან დაკავშირებით - ფული გათეთრდა თუ არა.

ეროვნული ბანკის ფუნქცია არ არის, დაადგინოს ფული გათეთრდა თუ არა. ეროვნული ბანკის ფუნქციაა, დაადგინოს დაირღვა თუ არა უკანონო შემოსავლების რეალიზაციის კანონმდებლობის შესრულება. ამ შემთხვევაში იყო დარღვეული. რეპორტი უნდა გაეკეთებინა ამ ორგანიზაციას, მაგრამ არ გააკეთა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, რომ არ ყოფილიყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შეტყობინება, უწყება არ დაიწყებდა მოკვლევას 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG