Accessibility links

site logo site logo

6 აპრილიდან ათათურქის აეროპორტს სტამბოლის ახალი აეროპორტი ჩაანაცვლებს


ავიაკომპანია Turkish Airlines-მა 5 აპრილს, 02:00 საათზე შეასრულა ბოლო ფრენა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტიდან - სინგაპურის მიმართულებით. 6 აპრილიდან მილიონობით მგზავრს უკვე სტამბოლის ახალი აეროპორტი მოემსახურება, რომელიც 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა.

ახალ აეროპორტში გადასვლის პროცესი 45 საათში უნდა დასრულდეს.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ქაჰით ტურჰანის განცხადებით, ათათურქისა და სტამბოლის აეროპორტებიდან ფრენები 12 საათის განმავლობაში შეჩერდება.

მისივე განცხადებით, ათათურქის აეროპორტი ყოველდღე 1300 თვითმფრინავს იღებდა და წელიწადში 68 მილიონ მგზავრს ემსახურებოდა. სტამბოლის ახალ აეროპორტს კი ამ ეტაპზე აქვს ყოველწლიურად 90 მილიონი მგზავრის მიღების შესაძლებლობა.

მშენებლობის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ, 2023 წლისთვის, სტამბოლის ახალ აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 200 მილიონს მიაღწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG