Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: პროვოკაციული განცხადებები ზიანს აყენებს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და ესპანეთში მცხოვრები იმ ქართველების განცხადებას უპასუხა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ქართველებთან მიმართებით მდგომარეობა ესპანეთში დავით ზალკალიანის ვიზიტის შემდგომ გართულდა.

ზალკალიანის სიტყვებით, მსგავსი სახის აბსურდული განცხადებების და ინფორმაციის გავრცელება არის პროვოკაციული და ზიანს აყენებს საქართველოს და ათასობით მის მოქალაქეს:

„საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეს ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების უფლება. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება და გზავნილი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისადმი ევროკავშირის მხრიდან. მე ყველას მოვუწოდებ, რომ არ აყვნენ ამ პროვოკაციას. პირიქით, ესპანეთში ჩემი ვიზიტის დროს ჩვენ საერთოდ ორმხრივ ურთიერთობებზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გვქონდა საუბარი და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდაც გამოაცხადა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. ესპანეთი საქართველოს განიხილავს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას და მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ არ განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მათ ესპანეთში ყოფნას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG