Accessibility links

site logo site logo

საოკუპაციო ძალების მიერ შამგონაში დაკავებულს, სავარაუდოდ, ხვალ გაათავისუფლებენ


ენგურის ხიდი

ოკუპირებული გალის რაიონის მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში დაკავებული გელა როსტობაიას მამა აცხადებს, რომ მისი შვილის ე.წ. სასამართლო გალში ხვალ გაიმართება. იანურ როსტობაიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სავარაუდოდ მის შვილს საოკუპაციო ხაზის უკანონო კვეთის გამო დე ფაქტო სასამართლო ჯარიმას დააკისრებს და გაათავისუფლებს. მისი ინფორმაციითვე, გელა როსტობაია ამ დრომდე გალში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

„გალში მცხოვრებმა ჩემმა ნათესავებმა გელას პირადი მოხმარების ნივთები და საკვები მიუტანეს. მისი მონახულების უფლება არ მისცეს, თუმცა იციან, რომ ის თავს ნორმალურად გრძნობს“, - ამბობს იანურ როსტობაია. მისი თქმით, 39 წლის გელა როსტობაია 5 აპრილს ე.წ. მესაზღვრეებმა, მაშინ დააკავეს, როცა სახლიდან რამდენიმე მეტრში, მდინარე ენგურზე მარტო თევზაობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG