Accessibility links

site logo site logo

პოროშენკო ემხრობა პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატის გეგმაზე უფრო ადრე, 14 აპრილს ჩატარებას


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოდის მოწოდებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გეგმაზე უფრო ადრე, 14 აპრილს გაიმართოს მისი და ვლადიმირ ზელენსკის საჯარო დებატი.

ამის შესახებ პოროშენკომ 7 აპრილს ტელეინტერვიუში განაცხადა. ამჟამინდელი გეგმით, პრეზიდენტობის ორი კანდიდატის დებატი კიევში ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გაიმართოს 19 აპრილს - არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე. ხოლო 20 აპრილი, ანუ არჩევნების წინა დღე უკრაინაში „დუმილის დღეა“, რაც ნიშნავს, რომ წყდება წინასაარჩევნო კამპანია.

კენჭისყრის პირველ, 31 მარტის ტურში პირველ ადგილზე ხმების 30,24%-ით გავიდა კომიკოსი და პოლიტიკური დებიუტანტი, ვლადიმირ ზელენსკი. პოროშენკოს მეორე ადგილი ერგო 15,95%-ით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG