Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ადამიანები ერთ გაზქურასა და ერთ მაცივარსაც ვეღარ ყიდულობენ


ეროვნული ბანკი ხალხს ერთი გაზქურისა და ერთი მაცივრის ყიდვით განცდილ ბედნიერებასაც ართმევს, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ფრაქციის სახელით გამოსვლისას.

„ამ სიღარიბეში ერთი ახალი ნაყიდი გაზქურაც კი ძალიან ბევრი ოჯახისთვის არის განცდა იმისა, რომ ამ ოჯახს პერსპექტივა აქვს. ერთი ახალი მაცივარი ოჯახში არის განცდა იმისა, რომ კეთილდღეობა შეიძლება შემოვიდეს მათ ოჯახებშიც...

და ჩვენ ათიათასობით მოქალაქეს ვეუბნებით ამ ქვეყანაში, რომ შენ წელიწადში ერთხელაც რომ განიცადო, რომ ადამიანი ხარ და რაღაც შეგიძლია, ამის უფლებაც კი არა გაქვს.

ამის უფლება აქვს 30-40 ათას ადამიანს ამ ქვეყანაში და მხოლოდ მათ შეიძლება ჰქონდეთ ბედნიერებისა და კეთილდღეობის განცდა...

აი, ამას ეუბნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ ადამიანებს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

8 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფორმატში გაგრძელდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოსმენის პროცედურა. ერთ-ერთ ძირითად განსახილველ საკითხს დაკრედიტების ახალი, შეზღუდული რეგულაციები წარმოადგენს.

ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეეზღუდა წვდომა სხვადასხვა სახის სესხსა და განვადების მექანიზმზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG