Accessibility links

site logo site logo

ოპოზიცია ხელისუფლების სარესტორნო ხარჯებს აპროტესტებს


„ჭამა-სმა გორულად“- ამ სახელწოდების პრეზენტაციას „ნაციონალური მოძრაობა“ გორის მერიის წინ მართავს. სპეციალურ დაფაზე ჩამოწერილია სარესტორნო მომსახურების ხარჯები, რომლებიც მერიამ ერთი წლის განმავლობაში გასწია.

მერიიდან და არასამეწარმეო იურიდიული პირებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შეჯამებით ოპოზიციამ დაადგინა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას 2017 წლიდან დღემდე მხოლოდ რესტორნებში 74 928 ლარი აქვს დახარჯული.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის, ვასილისა ჯაბახიძის თქმით, ამ პრეზენტაციით მათ საზოგადოებისთვის იმის ჩვენება უნდათ, თუ როგორ უყაირათოდ ხარჯავს მმართველი პარტია ბიუჯეტის თანხას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG