Accessibility links

site logo site logo

პუტინმა და ერდოანმა მოსკოვში შეხვედრა გამართეს


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართეს შეხვედრა, სირიის კონფლიქტზე და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირებზე სასაუბროდ.

8 აპრილს გამართულ შეხვედრას რამდენიმე დღით უსწრებდა უთანხმოების გამძაფრება ვაშინგტონსა და ანკარას შორის, თურქეთის შესაძლო სამხედრო გეგმების და მის მიერ რუსეთის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვის გარშემო.

თურქეთი ნატოს წევრია და რუსეთთან მისი კავშირები ისტორიულად დაძაბული იყო.

მაგრამ ცივი ომის შემდეგ მოსკოვმა და ანკარამ ჩამოაყალიბეს მძლავრი ეკონომიკური კავშირები, ბოლო წლებში კი კიდევ უფრო დაახლოვდნენ, იმ ფონზე, როცა გაუარესდა თურქეთის ურთიერთობა ვაშინგტონთან და ევროკავშირთან.

8 აპრილს, შეხვედრის დაწყებამდე პუტინმა თქვა, რომ ლიდერები ისაუბრებდნენ "სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე" და ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტებზე - იუწყება რუსეთის სააგენტო ინტერფაქსი.

შეხვედრის ფონია აშშ-ს, ნატოს სხვა წევრებსა და თურქეთს შორის კავშირების დაძაბვა, ანკარის გადაწყვეტილების გამო შეესყიდა რუსეთის S-400 საჰაერო თავდაცვითი სისტემა, რომელიც არ ესადაგება ნატოს სისტემებს და რომელსაც აღიქვამენ საფრთხედ აშშ-ის მიერ წარმოებული F-35 სამხედრო თვითმფრინავებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG