Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: თავისუფლებისთვის ბრძოლა ახლაც გრძელდება


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა პარლამენტის წინ მდებარე მემორიალთან, სადაც პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 1989 წლის 9 აპრილმა ქართველი ერი ერთ მუშტად შეკრა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთელი მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც დღესაც გრძელდება.

„მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე, მათი ხსოვნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი ყოველთის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა. გაერთიანდა ძალიან ძლიერად და ამან მოგვიტანა ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენა. სიმბოლურია ისიც, რომ ორი წლის შემდეგ ამ ტრაგედიიდან ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა“ - თქვა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია. დაიღუპა 21 ადამიანი.

1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღდგენილად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG