Accessibility links

site logo site logo

თბილისის 6 ქუჩას 9 აპრილს დაღუპული 6 ქალის სახელს დაარქმევენ


თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია 9 აპრილს იმსჯელებს დედაქალაქის ექვსი ქუჩისათვის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელის მინიჭების საკითხზე.

განხილვას დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკრებულოს დეპუტატები, 9 აპრილის საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

საჯარო განხილვის დასრულების შემდგომ, საკრებულოს თავმჯდომარე დამსწრე საზოგადოებასთან ერთად 9 აპრილის მემორიალს შეამკობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG