Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს დედაქალაქებში 9 აპრილის 30 წლისთავი ღონისძიებებით აღინიშნება


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება.

ამ დღის ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყობა საქართველოს წარმომადგენლობებში აზერბაიჯანში, გერმანიაში, დანიაში, ესტონეთში, ლატვიაში, მოდლოვაში, ნიუ-იორკში, ქ. სალონიკში, თურქეთში, უზბეკეთში, ფინეთში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ავსტრიაში, ბელარუსში, პოლონეთსა და უნგრეთში წაიკითხავენ ლექციას 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით. ხოლო შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, საქართველოს საელჩოსა და გაეროსთან საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, გაერო-ს შენობასთან გაიმართება მშვიდობიანი აქცია.

9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებული სტატიები გამოქვეყნდება ბრაზილიის, ბელგიის, ვატიკანის, ქუვეითის, ჩეხეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, სლოვენიის, სომხეთის, რუმინეთის, ყაზახეთის გავლენიან გამოცემებში. დაგეგმმილია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ინტერვიუ ისრაელის ადგილობრივ ტელევიზიაში.

შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები, კონფერენციები ჩატარდება ეგვიპტეში, უკრაინაში, ირლანდიაში, საუდის არაბეთში, საფრანგეთში, სლოვაკეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG