Accessibility links

site logo site logo

კახა კალაძე: მადლობა ამ დღისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის


კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

პარლამენტის წინ მდებარე მემორიალთან კალაძემ თქვა, რომ ძალიან დიდი ტრაგედიის გარდა, ეს არის დღე, როცა დაიწყო საქართველოს გათავისუფლება და იმპერიის ჩამოშლა

„ჩვენ ძალიან გვეამაყება. მადლობა ამ დღისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მომავალ თაობებს კარგად უნდა აუხსნან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი დღეა 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში და როგორ შესწირეს თავი ადამიანებმა თავისუფლებას, საკუთარ პრინციპებს და სამშობლოს სიყვარულს.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია. დაიღუპა 21 ადამიანი.

1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღდგენილად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG