Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ იქცა


პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმება შედგა - პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეს ახალი ფუნქცია ექნება - ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდება.

ახალ ამბავს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი ადასტურებს.

9 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის სახელით დაგეგმილი ღონისძიების, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის გამართული მიღების მისამართად, აბდუშელიშვილის ქუჩა 1-ში მდებარე „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეა“ მითითებული - ეს სწორედ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის მისამართია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცერემონიების სასახლეში მაღალი დონის სტუმრების მიღება გაიმართება.

"ეს არ გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. ეს არის შეთანხმება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, რომ ძირითად ნაწილს ავლაბრის რეზიდენციისას დაერქვას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე. ადმინისტრაციულ შენობას რაც შეეხება, ამაზე პარლამენტში შექმნილია საპარლამენტო ჯგუფი, სადაც დეპუტატებთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც არიან ჩართულები და მეც გახლდით ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც იყო მსჯელობა, რა მიმართულებით განვითარდეს ადმინისტრაციის ნაწილი", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG