Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ყველას ურჩევს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ნახვას


როს უილსონი

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში როს უილსონი თბილისში, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდა.

„9 აპრილს ჩემთვის დიდი პატივია მოვინახულო საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, სადაც წარმოჩენილია ქვეყანაში მომხდარი ისტორიული მოვლენები და ადამიანები, რომლებმაც დიდი ტანჯვა გამოიარეს და ქვეყნისათვის თავი გაწირეს. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმის იმ ნაწილმა, რომელიც ეძღვნება 1989 წლის აპრილის მოვლენებს, რაც მე კარგად მახსოვს, რადგან იმ პერიოდში მოსკოვში, ამერიკის საელჩოში ვმსახურობდი“ - თქვა როს უილსონმა.

ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ის, რაც მუზეუმშია წარმოდგენილი, ასახავს საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს, რა დროსაც გამოჩნდა ქართველი ხალხის შეუპოვრობა, ტრაგედიასთან გამკლავებისა და ჩაგვრიდან თავის დაღწევის უნარი, რაც ქვეყანაში საბჭოთა კავშირის შექმნის პირველი დღეებიდან, ადრეული 1920-იანი წლებიდან გამეფდა.

„რა თქმა უნდა, დღესაც გრძელდება რუსეთთან სირთულეები სხვადასხვა ფორმით. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ზეწოლა მთავრობასა და პოლიტიკურ სისტემაზე, დეზინფორმაციის გავრცელება, პროპაგანდა და სხვა პრობლემები“ - თქვა როს ულისონმა. მისი სიტყვებით, ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას საკუთარი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის შენარჩუნებისათვის.

„მე ვურჩევ ყველა ქართველს, მოინახულოს ეს მუზეუმი, რათა უფრო მეტი შეიტყოს საკუთარი ისტორიის შესახებ. ასევე ვურჩევ ამერიკელებსაც, მოინახულონ მუზეუმი, რათა გაიგონ, რას წარმოადგენს ეს ქვეყანა და რატომ არის მისთვის ამერიკული ღირებულებები ესოდენ მნიშვნელოვანი“ - თქვა როს უილსონმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG