Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა მაქარაშვილმა დამოუკიდებლობის მარში დაიწყო


"რუსეთი ოკუპანტია", - ამ სიტყვებით აიღო სტარტი სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის „დამოუკიდებლობის მარშმა“ - მსვლელობამ, რომელიც გორიდან დაიწყო და მესტიაში უნდა დასრულდეს.

გიგა ამ აქცია-მსვლელობით, ისევე როგორც 2018 წლის სექტემბერში, ახლაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებს.

მაშინ გიგა მაქარაშვილი თბილისიდან ენგურის ხიდამდე მივიდა. ამჯერად კი გიგამ 26 მაისამდე უნდა იაროს, გზაში 47 დღე გაატაროს, 50-მდე ქალაქი გაიაროს და ყველგან გააპროტესტოს ოკუპაცია. ბოლოს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მესტიაში შეხვდეს.

არ გაჩერდე გიგა! - ასე გააცილეს გიგა მაქარაშვილი მისმა მხარდამჭერებმა გორიდან.

გიგა მაქარაშვილმა უნდა გაიაროს კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ მიზანი - მესტიაში 26 მაისს ჩასვლაა და იმედი აქვს, რომ გზაში ხალხის მხარდაჭერა ექნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG