Accessibility links

site logo site logo

შალვა შავგულიძე: 9 აპრილის გმირების ვალი სუვერენიტეტის სრულად აღდგენით უნდა გადავიხადოთ


პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, შალვა შავგულიძისთვის 9 აპრილი ბოლო პერიოდის საქართველოს ისტორიაში ერთგვარი ჭეშმარიტების მომენტია.

„ამ დღეს ქართველმა ხალხმა საჯაროდ გამოხატა დამოუკიდებლობის სურვილი, რასაც რუსეთმა მყისიერად ტანკებით და სისხლით უპასუხა. ასე დაიწყო რუსეთმა დაუფარავი სამხედრო აგრესია საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, რაც შემდგომ გააგრძელა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ომებით“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით, 9 აპრილის გმირები საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირნენ, ქვეყანა მათ წინაშე ვალშია და ეს ვალი უნდა გადაიხადოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ბოლომდე მიყვანით და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო სუვერენიტეტის სრულად აღდგენით.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია. დაიღუპა 21 ადამიანი.

1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღდგენილად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG