Accessibility links

site logo site logo

ლიეტუვის საელჩო: მუდმივად გვახსოვდეს ვის უნდა ვუმადლოდეთ დღევანდელ თავისუფლებას


თბილისში, პარლამენტთან მდებარე მემორიალთან პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას

ლიეტუვის საელჩომ საქართველოში გაავრცელა განცხადება 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავის გამო: „30 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, როცა საქართველო შეეჭიდა საბჭოთა რეპრესიებს და მტკიცედ დადგა თავისუფლებისათვის, რაც აღმოჩნდა კიდეც საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს 21 მამაცი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათი მსხვერპლი უშედეგო არ ყოფილა - 2 წლის თავზე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.”

საელჩო აღნიშნავს, რომ „ლიეტუველებისთვის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად ნაცნობია, რადგან 1991 წლის 13 იანვარს, ლიეტუვაც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა და მასაც მოუწია მსხვერპლის გაღება თავისუფლების სადარაჯოზე.“

„ამ მოვლენებიდან ათეულობით წლის შემდეგ მნიშვნელოვანია ერთი რამ - მუდმივად გვახსოვდეს, თუ ვის უნდა ვუმადლოდეთ დღევანდელ თავისუფლებას“ - ნათქვამია ლიეტუვის საელჩოს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG