Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე 9 აპრილის ღამეს იხსენებს


„მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისთვის. ძალიან მიჭირდა. ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა“, - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში 1989 წლის 9 აპრილზე საუბრისას. მისი სიტყვებით, იმ ღამით, რუსთაველის გამზირზე მდგომ ადამიანებს ესმოდათ, რომ სიკვდილის წინაშე იდგნენ.

„ხალხს მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ხალხს რაც დაემართება, მეც მზად ვიყავი ვყოფილიყავი ჩვენ ხალხთან ერთად. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა და მერე დაიყვირეს - არა . ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა და წამოვიდა ტანკები, მაგრამ ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო, მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ სროლა თუ იქნებოდა, დაცვა ყოფილიყო, მე რომ არ მომხვედროდა“, - ასე იხსენებს ილია მეორე 30 წლის წინანდელ ღამეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG