Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მოითხოვეს 14 წლით პატიმრობა ჯაშუშობაში ბრალდებული ნორვეგიელისათვის


რუსეთში პროკურატურა მოითხოვს 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ჯაშუშობაში ბრალდებული ნორვეგიელის, ფრუდე ბერგისათვის.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერფასის“ ცნობით, განაჩენის გამოცხადება 16 აპრილს დაიწყება.

გასულ კვირაში პროკურორმა მილანა დიგაევამ განაცხადა, რომ, გამოძიების ვერსიით, ბერგი აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის ატომურ წყალქვეშა ნავებზე. მას მონაცემებს აწვდიდა რუსეთის თავდაცვის მრეწველობის თანამშრომელი, რომლის ქმედებებსაც სპეცსამსახურები აკვიდებოდნენ.

ფრუდე ბერგი ცხოვრობს ნორვეგიის რეგიონში, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. 2017 წელს ის მივლინებით ჩავიდა რუსეთში, რაც, რუსეთში გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიის სამხედრო დაზვერვის სამსახურის თხოვნით გააკეთა. ის 2017 წლის დეკემბერში მოსკოვში დააკავეს.

ბერგი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ბოლომდე არ ესმოდა, რას აკეთებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG