Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურიაში ხანძარს ჯერ ისევ ებრძვიან


გურიაში ხანძრის სრულად ჩაქრობა ჯერ ვერ მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში საჭირო გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა.

„ცეცხლი სრულად ლოკალიზებულია და გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მიმდინარეობს ხანძრის ცალკეული კერების დამუშავება, რათა გამოირიცხოს ახალი კერების გაჩენისა და ხელახალი აალების საფრთხე“, - აცხადებენ უწყებაში.

ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურის სიახლოვეს ხანძარი 9 აპრილს, დილით გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესს ხელს ქარი უშლიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, „ხანძრის შედეგად, დამწვარია 20 ჰექტარ ფართობზე არსებული ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები“.

ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართულია 80 მეხანძრე-მაშველი. საჭირო გახდა დამატებითი სამაშველო ჯგუფების გამოძახება აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG