Accessibility links

site logo site logo

ივანიშვილი აფასებს უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს, აქებს "სოციალ-დემოკრატებს"


ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა ისაუბრა უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებზე. მისი აზრით, ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილს, გედევან ფოფხაძეს და ზვიად კვაჭანტირაძეს "წასვლის მიზეზი არ ჰქონდათ. ღია კარის მტვრევით წავიდნენ“, თუმცა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა უმრავლესობა ნამდვილად "ღირებულებებსა და იდიოლოგიებზე" შეუთანხმებლობის გამო დატოვეს.

„მათ რეალურად ვერ თქვეს მიზეზი გუნდიდან წასვლის მიზეზი. ეს არ იყო საფუძველი და საბაბადაც ვერ გამოდგებოდა. რამეთუ, ყველა პრეტენზია მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით შევაჯერეთ გუნდში და ისინი ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ“ - განაცხადა ივანიშვილმა იმ დეპუტატებზე, რომლებმაც უმრავლესობიდან გასვლის მიზეზად ასახელებდნენ მოსამართლეთა შერჩევის საკითხს. ივანიშვილის თქმით, ამ დეპუტატებს მოსამართლეების საკითხი ხელისუფლებაში ყოფნიდან მხოლოდ მეექვსე წელს გაახსენდათ.

თუმცა, ივანიშვილის შეფასებით, უმრავლესობა პრინციპული უთანხმოების გამო დატოვეს სოციალ-დემოკრატებმა. “ბექა ნაცვლიშვილი გავიდა პირველი. ის უმრავლესობასთან გამოცხადდა და მე მოვახერხე და მას გუნდთან ერთად დავულოცე გზა და ისიც ვუთხარი, რომ მე ძალიან გამიხარდებოდა, მან წარმატება რომ მიიღოს. შემდეგ გავიდა გია ჟორჟოლიანი... სწორედ ეს ჰგავს კლასიკურ შემთხვევას, როგორ უნდა იყოფოდნენ პარტიები, რატომ უნდა გადიოდე და ტოვებდე საკუთარ გუნდს. ისინი ეცადნენ გულწრფელად, საპენსიო რეფორმაზე საკუთარი ვარიანტი წარმოადგინეს. გუნდში ვერ მიიღეს მხარდაჭერა და რამდენჯერმე გააფრთხილეს გუნდი. შრომის კოდექსთან დაკავშირებით ასევე აქვთ განსხვავებული შეხედულებები და რამდენიმე თვით ადრე აფრთხილებდნენ ისინი გუნდს. .. აი ეს არის ევროპული, კლასიკური ვარიანტი ... დატოვო გუნდი იმიტომ, რომ ღირებულებებსა და იდიოლოგიებზე ვერ თანხმდებიან" - განაცხადა ივანიშვილმა.

"გულწრფელად ვისურვებდი და მქონდა ამის განწყობაც ოდესღაც, როცა პოლიტიკაში მოვედი, რომ მემარცხენე პარტიას მოეკრიბოს ძალა საზოგადოებაში. თუმცა ეს საკმაოდ რთულია" - თქვა ივანიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG