Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია რჩეულიშვილს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი და დირექტორი მაია რჩეულიშვილი და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ეს განაჩენი გამოტანილია „ცენტრ პოინტის“ წინააღმდეგ აღძრული რამდენიმე საქმიდან ერთ-ერთზე, რომელიც „მიონის ეპიზოდის“ სახელითაა ცნობილი.

ამ საქმეზე, 2017 წლის თებერვალში პროკურატურამ მაია რჩეულიშვილთან ერთად დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთის" საორგანიზაციო განყოფილების ყოფილი უფროსი ქეთევან ჟორდანია. მოგვიანებით ჟორდანიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, 2014 წლის ბოლოს, მაია რჩეულიშვილი მენაშენეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დასაუფლებლად შეუთანხმდა ქეთევან ჟორდანიას, რათა ის დაკავშირებოდა „დიღომი დისთრიქთ აფართმენთის“ მშენებარე ობიექტების მენაშენეებს და იმ მოტივით, თითქოს ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის და მშენებარე ობიექტზე კომუნიკაციის შესაყვანად საჭირო იყო დამატებითი თანხების მობილიზაცია, თითოეული მათგანისთვის მოეთხოვა 1 870 ლარის გადახდა.

პროკურატურის ცნობითვე, მენაშენეებმა ჯამში გადაიხადეს 258 092 ლარი, საიდანაც საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის გადაირიცხა მხოლოდ 21 915 ლარი, ხოლო დარჩენილ 236 177 ლარს ქეთევან ჟორდანიას დახმარებით მაია რჩეულიშვილი დაეუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG