Accessibility links

site logo site logo

"ამნესტი ინტერნეიშენალი": სიკვდილით დასჯის შემთხვევები ერთი მესამედით შემცირდა მსოფლიოში


2017 წელთან შედარებით, 2018 წელს მსოფლიოს გარშემო სიკვდილით დასჯის შემთხვევები თითქმის ერთი მესამედით შემცირდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია - აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეიშენალი ახალ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ბელორუსია იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებიც ამ ტენდენციას არ ესადაგებიან - ის არის ერთადერთი ევროპული სახელმწიფო, სადაც სიკვდილით დასჯა კვლავ მოქმედებს და სადაც 2018 წელს სულ მცირე ოთხი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, ორჯერ მეტი ვიდრე 2017 წელს.

ირანი რჩება სახელმწიფოდ, სადაც სიკვდილით დასჯას კვლავაც ხშირად იყენებენ, თუმცა "ქვეყნის ნარკოკანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო შემთხვევები მძლავრად, 50 პროცენტით შემცირდა" - ამბობს ორგანიზაცია. თუმცა, "ამნესტი ინტერნეიშენალი" იქვე დასძენს, რომ ირანში სიკვდილით დასჯა ხშირად ხდება "უსამართლო სასამართლო პროცესების" შემდეგ.

ორგანიზაციის თანახმად, სიკვდილით დასჯის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა პაკისტანში, ერაყში და სომალიში, რამაც გლობალური მონაცემის შემცირება მოიტანა შედეგად. 2017 წელს მსოფლიოში სულ მცირე 993 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, 2018-ში კი სულ მცირე 690.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG