Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ევროკავშირის ლიდერები დათანხმდებიან "ბრექსიტის" გადავადებას


ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში იკრიბებიან, სასწრაფო შეხვედრისთვის "ბრექსიტის" შესახებ, ორი დღით ადრე მანამ, სანამ ბრიტანეთმა უნდა დატოვოს ბლოკი, იმ ფონზე, როცა მას არ მოუხდენია რატიფიკაცია პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის და ბრიუსელის მიერ შემუშავებული ხელშეკრულებისა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობების შესახებ.

სააგენტო "როიტერსი" იუწყება, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერები მზად არიან თანხმობა განაცხადონ "ბრექსიტის" მეორედ გადავადებაზე. თუმცა, ბლოკის ლიდერებმა შესაძლოა ბრიტანეთის მთავრობას მოსთხოვონ ბევრად უფრო ხანგრძლივი ვადით გადავადება, ვიდრე იქნებოდა ტერეზა მეის მიერ განსაზღვრული 30 ივნისი. ამასთან, არის ცნობები, რომ ევროკავშირმა შესაძლოა ბრიტანეთს კიდევ სხვა პირობები დაუწესოს.

შეხვედრის დოკუმენტის წინასწარი ვერსია, რომელსაც "როიტერსი" გაეცნო, ამბობს, რომ ბრიტანეთს მიეცემა საშუალება მეორედ გადაავადოს ბლოკიდან გასვლა, თუკი ის "ხელს შეუწყობს კავშირის ამოცანების მიღწევას და თავს შეიკავებს ნებისმიერი ნაბიჯისგან, რომელმაც შესაძლოა გაართულოს კავშირის მიზნების მიღწევა". როგორც ევროკავშირის სრულ წევრს, ბრიტანეთს კვლავაც აქვს ბლოკის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG