Accessibility links

site logo site logo

ბახტაძე: ჩემი გამოსვლა ეძღვნება მათ, ვინც თავი შესწირა ჩემი ქვეყნის ერთიანობას და თავისუფლებას


სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე. თავისი გამოსვლა მან დაიწყო საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრით. მან დამსწრეთ გაახსენა, რა მოხდა თბილისში 1989 წლის 9 აპრილს და დასძინა:

„ეს ძალისხმევა სისხლში ჩაახშვეს, მაგრამ მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის უშედეგოდ არ ჩაუვლია. ამ ტრაგიკული მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, ზუსტად ამ დღეს, ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ამ ბრძოლითა და მსხვერპლით საქართველომ კვლავ დაიბრუნა თავისი ევროპული იდენტობა, რაც ასე შორეულად მოჩანდა 30 წლის წინ. ამიტომ თქვენ წინაშე ჩემი დღევანდელი გამოსვლა ეძღვნება ყველა იმათ, ვინც თავი შესწირა ჩემი ქვეყნის ერთიანობასა და თავისუფლებას“.

ბახტაძის გამოსვლა მიეძღვნა ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანებიდან მეოცე წლისთავს.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლის წინ, ანსამბლმა "რუსთავმა" საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში "ჩაკრულო" შეასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG