Accessibility links

site logo site logo

დონალდ ტრამპმა რობერტ მიულერის გამოძიებას „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ უწოდა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე გამოძიებას უწოდა „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ თანამდებობიდან მისი გადაყენების გზით. ამის თაობაზე ტრამპმა განაცხადა ტეხასში სამუშაო მოგზაურობის წინ. მან აღნიშნა, რომ არ წაუკითხავს ანგარიში გამოძიების შესახებ, რომელსაც სპეცპროკურორი რობერტ მიულერი აწარმოებდა. „მე არ მაწუხებს მიულერის ანგარიში. მე სრულიად რეაბილიტირებული ვარ,“ განაცხადა ტრამპმა.

მიულერმა გამოძიების მსვლელობისას, რომელიც თითქმის ორ წელს გაგრძელდა, დაადგინა არჩევნებში რუსეთის ჩარევის ფაქტები. ამავე დროს მან ვერ იპოვა რუსეთთან ტრამპის ან მისი გუნდის წევრთა გარიგების დამადასტურებელი საბუთები. თუმცა მან უარი თქვა, პირდაპირ უდანაშაულოდ ეღიარებინა პრეზიდენტი მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG