Accessibility links

site logo site logo

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამოწმებს ცნობას თურქეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არკვევს თურქული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ისლამურ სახელმწფოსთან“ კავშირის ბრალდებით, თურქეთში დაკავებულ 10 უცხოელს შორის საქართველოს მოქალაქეცაა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრეს, რომ ინფორმაციის გადამოწმებამდე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

თურქული გამოცემის, Daily Sabah-ის ცნობით, იზმირის პროვინციაში, დააკავეს 9 სირიელი და საქართველოს ერთი მოქალაქე, რომლებსაც კავშირი აქვთ ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG