Accessibility links

site logo site logo

თბილისის საკრებულოს ორმა წევრმა "ქართული ოცნება" დატოვა


მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დატოვეს ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა. მათ გადაწყვეტილება ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს.

„სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში თვალს ვადევნებთ მორალური ფასეულობების გადახედვის მცდელობას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა. ჩვენთვის მიღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება,“ - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, პრინციპულად მიუღებელია ღირსეული ადამიანების მრავალწლიანი ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება, მათი დაკნინების და „ნაცებად“ სახელდების მცდელობა და სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათების უხეშად „გაპრავება.“

„ეს ყველაფერი კრიტიკულ წინააღმდეგობაშია 2012 წლის იდეალებთან და იმ დაპირებასთან, რომელიც სულ ახლახან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაიცა“ - განაცხადა შაქარიშვილმა. მისი ინფორმაციით, 13 აპრილს 14 საათზე, ფილარმონიაში შეუერთდება მოძრაობის, „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებას.

ვახტანგ შაქარიშვილმა მოუწოდა ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც თვლის, რომ უპერსპექტივო წრე გასარღვევია, ერთად შექმნან ახალი პოლიტიკური ასპარეზი, სადაც ფასდება არა მოძალადე და მედროვე, არამედ ღირსეული, სამართლიანი და პრინციპული ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG