Accessibility links

site logo site logo

დემოკრატი კონგრესმენები აკრიტიკებენ განცხადებას ტრამპის მიმართ „ჯაშუშობის“ შესახებ


აშშ-ის კონგრესის დემოკრატი წევრები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ პრეზიდენტ დონალ ტრამპისაგან გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის დამოუკიდებლობას მისი განცხადების გამო, რომელიც ეხება ტრამპის მიმართ „ჯაშუშობას“ 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

ბარმა 10 აპრილს სენატის საკომიტეტო მოსმენაზე გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ის დაზვერვის სააგენტოები „ჯაშუშურ“ ოპერაციებს აწარმოებდნენ ტრამპის საარჩევნო გუნდის მიმართ.

ჩემი აზრით, ჯაშუშობას ადგილი ჰქონდაო, განაცხადა ბარმა მტკიცებულებების წარდგენის გარეშე. მოგვიანებით მან უკან დაიხია, როცა აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ არის, მართლაც მოხდა თუ არა კანონდარღვევა.

ბარი მეორედ გამოვიდა საკომიტეტო მოსმენებზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა 22 მარტს დაასრულა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ანგარიშზე მუშაობა.

ბარს ჯერ არ გამოუქვეყნებია თითქმის 400-გვერდიანი ანგარიში, მაგრამ ოთხგვერდიან რეზიუმეში ჩამოაყალიბა მასში შესული მთავარი დასკვნები.

წარმომადგენელთა პლატის დემოკრატმა თავმჯდომარემ, ნენსი პელოზიმ გამოთქვა „ღრმა შეშფოთება“ მიულერის ანგარიშის მიმართ რობერტ ბარის მიდგომის გამო. „ის არ არის დონალდ ტრამპის გენერალური პროკურორი. ის არის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი“, განაცხადა პელოზიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG