Accessibility links

site logo site logo

გაერო და ევროკავშირი გამოთქვამენ შეშფოთებას სომხეთში ლგბტ თემის მიმართ მუქარის გამო


ტრანსგენდერი აქტივისტი ლილიტ მარტიროსიანი

გაერო, ევროკავშირი და ადგილობრივი უფლებადამცველები გამოთქვამენ შეშფოთებას „სიძულვილის ენის“ გამო, რომელიც მიმართულია სომხეთის ლგბტ თემის მიმართ. ეს განცხადებები გავრცელდა მას შემდეგ, რაც მოკვლით დაემუქრნენ ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსულ ტრანსგენდერ ქალს, ლილიტ მარტიროსიანს.

მარტიროსიანი უფლებადამცველ ჯგუფ „სწორი მხარის“ წარმომადგენელია. ის პარლამენტში გამოვიდა 5 აპრილს, ადამიანის უფლებათა თემისადმი მიძღვნილ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კანონმდებლები, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ტრანსგენდერმა აქტივისტმა ილაპარაკა სომხეთში სექსუალური უმცირესობების მიმართ ფართოდ გავრცელებულ დისკრიმინაციასა და მტრულ დამოკიდებულებაზე და საკუთარი თავი მოიხსენია „ნაწამები, გაუპატიურებული, მოტაცებული, ფიზიკურად შეურაცხყოფილი, ცეცხლწაკიდებული, დაჭრილი, მოკლული, გაძარცვული და უმუშევარი" სომეხი ტრანსგენდერების წარმომადგენლად.

ოპოზიციურ პარტია „აყვავებული სომხეთის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრმა ნაირა ზოჰრაბიანმა, რომელიც სხდომას უძღვებოდა, დაუყოვნებლივ სცადა აქტივისტის შეჩერება - ეს თემა არ შედის სხდომის დღის წესრიგშიო, განაცხადა მან.

8 აპრილს ნაციონალისტური და კონსერვატიული ჯგუფების 100-ზე მეტი მხარდამჭერი შეიკრიბა აქციაზე პარლამენტში მარტიროსიანის გამოსვლის გასაპროტესტებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG