Accessibility links

site logo site logo

ლონდონის სასამართლომ ჯეკ შეფერდს ექვსი თვით გაუხანგრძლივა პატიმრობის სასჯელი


ჯეკ შეფერდი

ლონდონის სასამართლომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ჯეკ შეფერდს, რომელიც გუშინ საქართველოდან ბრიტანეთში იქნა ექსტრადირებული, ექვსი თვით პატიმრობა მოუმატა ქვეყნიდან გაქცევის გამო.

11 აპრილს 31 წლის შეფერდი სასამართლომ დამნაშავედ ცნო გირაოს წესის დარღვევისა და მართლმსაჯულებისგან მიმალვისთვის და ექვსნახევარი წლით გაგზავნა ციხეში.

10 აპრილს დიდ ბრიტანეთში შეფერდის ექსტრადირება მოხდა საქართველოდან, სადაც ის გაიქცა გასულ წელს, სანამ ბრიტანეთის სასამართლო განაჩენს გამოუტანდა. ამის შემდეგ სასამართლომ მას ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა 24 წლის შარლოტ ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობისთვის.

ბრაუნი დაიღუპა 2015 წელს მომხდარი კატარღის ავარიისას მდინარე ტემზაზე. შეფერდმა და ბრაუნმა ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი და იმ დღეს პირველი პაემანი ჰქონდათ.

შეფერდი უარყოფს ბრალდებებს.

შეფერდი 2018 წელს, სასამართლოს გამართვამდე გაიქცა და შემდეგ გამოჩნდა საქართველოში. აქ ის ციხეში ჩასვეს მას მერე, რაც ათი თვის განმავლობაში მიმალვის შემდეგ ჩაბარდა საქართველოს პოლიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG