Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დააკავეს


გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ანა წითლიძე, გიორგი პატარაია და მანჩო ჩხეტია დააკავეს. როგორც რადიო თავისუფლებას გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში განუცხადეს, დაკავება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში მოხდა, პოლიციასთან შელაპარაკების შემდეგ. ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან არიან შეკრებილი სადაც დაკავებულები იმყოფებიან. ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG