Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი ითხოვს აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს უნდობლობას უცხადებს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი.

გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ ამ მოთხოვნით მრჩეველთა საბჭოს განცხადებით 10 აპრილს მიმართეს. როგორც რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი ამბობს, საბჭო ვალდებულია საკითხი სხდომაზე განიხილოს 10 დღის ვადაში:

"დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნას თან ახლავს 16 გვერდიანი დანართი, სადაც საუბარია, ტელევიზიის პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობაზე, ასევე ტელევიზიის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნაზე. მე გადავეცი ტელევიზიის დირექტორს განცხადება და მას შეუძლია სიტყვიერად ან წერილობით უპასუხოს ბრალდებებს" - ამბობს ნატა იმედაიშვილი.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა ხუთწევრიანი საბჭო საკითხს სხდომაზე განიხილავს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს გამოუცხადებს თუ არა უნდობლობას დირექტორს.

სავარაუდოდ ხვალვე მედიას პირველ კომენტარს მისცემს თავად აჭარის ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG