Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო ჯაფარიძე: ვისურვებდი მეტის გაკეთება შემძლებოდა


პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. მან საკუთარ ფეისბუკგვერდზე დაწერა, რომ საზოგადოებას მალე აცნობებს სად გააგრძელებს მოღვაწეობას და მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ დროის განმავლობაში მხარში ედგა.

მიუხედავად იმისა რომ არც ძალისხმევა დამიკლია საქმისთვის და არც მონდომება, ვისურვებდი მეტის გაკეთება შემძლებოდა. გულწრფელად მინდა რომ ის ადამინი ვინც გადაიბარებს ჩემს საქმიანობას, სახელმწიფომ უზრუნველყოს მეტი რესურსით (როგორც ადამიანური ისე ფინანსურით) იმისათვის, რომ შეძლოს თავისი მოვალეობების უკეთ განხორციელება“, - წერს სოფო ჯაფარიძე.

მისი განცხადებით, დღეს არ არის დრო არაჯანსაღი კონკურენციისთვისა და ინდივიდუალური პიარისთვის და არც ის არის აუცილებელი, ყველას ერთმანეთი მოსწონდეს ან ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები იყვნენ:

„აუცილებელია კონსტრუქციულობა და ერთმანეთის პატივისცემა ( რასაც ბუნებრივია დამსახურება ჭირდება). იმედი მაქვს რომ თქვენი პატივისცემა დავიმსახურე“, - წერს სოფო ჯაფარიძე.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა სად გააგრძელებს პრემიერის თანაშემწე მუშაობას და რჩება თუ არა სახელმწიფო სექტორში, თუმცა ამ ეტაპზე ის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG