Accessibility links

site logo site logo

პოლიეთილენის პარკების მწარმოებლები აკრძალვების გადავადებას მოითხოვენ


პოლიეთილენის პარკების მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათ დრო სჭირდებათ ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმოებლად, შესაბამისი ტექნიკის ჩამოსატანად და გასამართად და სწორედ ამიტომ, მთავრობას სთხოვენ აკრძალვის გადავადებას.

არადეგრადირებადი პარკების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებე მსჯელობდნენ სწორედ 12 აპრილს პარლამენტის გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე პარლამენტის დეპუტატები, მთავრობის წევრები და თავად მწარმოებლები.

მწარმოებლებისა და ზოგიერთი დეპუტატის უკმაყოფილება გამოიწვია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის მოხსენებამ, რომლის დროსაც მან პოლიეთილენის პარკების გამოყენებით, გარემოზე მიყენებულ ზიანსა და მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე ილაპარაკა.

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მთავრობამ ამ აკრძალვით გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სახელმწიფო ამ ნაბიჯის გადასადგმელად ჯერ მზად არ არის:

„არ გააჩნია ლაბორატორია, არ აქვს საშუალება გააკონტროლოს, რომელი პარკია ბიოდეგრადირებადი და რომელი არა“, - ამბობს ჭიჭინაძე.

მისივე სიტყვებით, ქვეყანაში ხორციელდება არადეგრადირებადი პარკების იმპორტი, ადგილობრივი მწარმოებლები კი გაჩერდნენ.

ნინო თანდილაშვილმა პოლიეთილენის პარკების მწარმოებლებს შესთავაზა, კიდევ ერთხელ ამ საკითხზე კონსულტაციის გავლა და ყველა მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების ისე მიღება.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი კიდევ გააგრძელებს მსჯელობას.

საქართველოში პოლიეთილენის პაკეტების მოხმარება პირველი აპრილიდან აიკრძალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG