Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ „კონსტრუქციული და თბილი“ უწოდა საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრას


უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა, შოუმენმა ვლადიმერ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტს უწოდა „გაერთიანებული ევროპის ნამდვილი ლიდერი“, ხოლო ემანუელ მაკრონთან გამართულ შეხვედრას უწოდა „კონსტრუქციული“. შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტობის ორიდან ერთ კანდიდატ, ვლადიმერ ზელენსკისთან, 12 აპრილს პარიზში გაიმართა.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საზოგადოებისათვის და მთლიანად უკრაინისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. ვისაუბრეთ ცხოვრებაზე, მთავარია ვისაუბრეთ დონბასში ომის შეწყვეტაზე,“- განაცხადა ზელენსკიმ.

დღესვე საფრანგეთის პრეზიდენტი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, რომელიც 21 აპრილს ვლადიმერ ზელენსკისთან ერთად მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.

31 მარტს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა, 30%-ზე მეტი ერგო ზელენსკის, მეორე ადგილზე გასულ პოროშენკოს - ხმების 16%-მდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG