Accessibility links

site logo site logo

ნიგერიაში აღნიშნავენ ჩიბოკის ინტერნატიდან 276 გოგოს მოტაცების მეხუთე წლისთავს


ნიგერია, 2016 წლის 13 ოქტომბერი: "ბოკო ჰარამის" ტყვეობიდან გათავისუფლებული გოგოების ერთ-ერთი ჯგუფი

ნიგერია აღნიშნავს ქალაქ ჩიბოკის სკოლა-ინტერნატიდან 276 გოგოს მოტაცების მეხუთე წლისთავს. 112 გოგოს ბედი ჯერ კიდევ უცნობია.

ისლამისტი ექსტრემისტების ორგანიზაცია „ბოკო ჰარამის“ მებრძოლები 2014 წლის 14 აპრილს შეიჭრნენ გოგონების სკოლა-ინტერნატში და მოიტაცეს 9-დან 17 წლამდე ასაკის 276 მოსწავლე. ინტერნატი ძნელად მისადგომ ადგილას, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიის ქალაქ ჩიბოკში მდებარეობს.

მოტაცებულებიდან 57-მა შეძლო გაქცევა, როცა სატვირთო მანქანებიდან გადახტა. 21 გოგო გაათავისუფლეს 2016-2017 წლებში, კიდევ რამდენიმემ გაქცევა შეძლო.

2017 წლის მაისში ნიგერიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებების შედეგად ექსტრემისტებმა გაათავისუფლეს 82 გოგო.

ჩიბოკში უმეტესწილად ქრისტიანები ცხოვრობენ და გოგონებს, ვინც მუსლიმი არ იყო, ისლამის მიღება აიძულეს. ცნობების თანახმად, მოტაცებულებს აიძულებდნენ „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებზე დაქორწინებას. ბევრი კი, სავარაუდოდ, მეზობელ ჩადში და კამერუნში გადაიყვანეს.

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლი“ 2018 წელს იუწყებოდა, რომ "ბოკო ჰარამმა", 2009 წლიდან მოყოლებული, მოიტაცა, სულ ცოტა, 4000 გოგო, ბიჭი და ქალი. „ამნესტის“ ინფორმაციით, მოტაცებულებს იყენებენ მზარეულებად, სექს-მონებად, მებრძოლებად და თვითმკვლელ ამფეთქებლებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG