Accessibility links

site logo site logo

ირანში პატიმრობა მიუსაჯეს აქტივისტ ქალს თავსაფრის მოხსნისათვის


ირანი, 2017 წლის 27 დეკემბერი: ვიდა მოვაჰედი თეირანის ქუჩაში

ირანელ აქტივისტ ვიდა მოვაჰედს, რომელმაც 2017 წელს თავსაფრის (ჰიჯაბის) მოხსნით გააპროტესტა ქალებისათვის მისი ტარების ვალდებულება, ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ის ირანის უზენაესმა ლიდერმა შეიწყალა. ამის შესახებ აცხადებს მსჯავრდებულის ადვოკატი ფაიამ დერეფშანი.

ადვოკატმა 14 აპრილს განაცხადა, რომ მარტში სასამართლომ მოვაჰედი დამნაშავედ ცნო საზოგადოების „გაფუჭების“ წახალისებაში. აქტივისტი შარშან ნოემბერში დააკავეს.

ადვოკატი როგორც ამბობს, მისი კლიენტი შეწყალებულთა სიაშია, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა პატიმრობიდან გათავისუფლების პროცედურა. ირანის ხელისუფლებას არ გაუკეთებია განცხადება ამ საკითხზე.

32 წლის მოვაჰედი ცოტა ხნით დააკავეს 2017 წელს მას შემდეგ, რაც მან 27 დეკემბერს თავსაფარი მოიხსნა და შემაღლებულ ადგილას დადგა თეირანში, რევოლუციის ქუჩაზე. მის მაგალითს მოგვიანებით ათობით ქალმა მიბაძა. მომდევნო წელს 29 ქალი დააკავეს მსგავსი ბრალდებების საფუძველზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG