Accessibility links

site logo site logo

პოროშენკო კიევის სტადიონზე მივიდა, დღევანდელ დებატებზე ზელენსკის უარის მიუხედავად


პეტრო პოროშენკო კიევის ოლიმპიურ სტადიონთან დებატებისათვის მომზადებულ პოდიუმზე

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მივიდა კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც, მისი წინადადებით, დღეს უნდა გამართულიყო დებატები ვლადიმირ ზელენსკისთან. პოროშენკო და ზელენსკი ერთმანეთს უპირისპირდებიან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 21 აპრილს ჩატარდება.

ზელენსკი არ მისულა სტადიონზე. მან წინასწარვე თქვა, რომ არა 14-ში, არამედ 19 აპრილს აპირებს სტადიონზე დებატებში მონაწილეობას.

პოროშენკომ მიმართა თავის მხარდამჭერებს, რომლებიც სტადიონთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი დაიწყო მისი პრეს-კონფერენცია სტადიონის კომპლექსში შემავალ ერთ-ერთ დარბაზში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG