Accessibility links

site logo site logo

გენერალი სკაპაროტი: ნატო-რუსეთის კომუნიკაცია "ცივი ომის" დროს უკეთესი იყო


გენერალი კერტის სკაპაროტი

ევროპაში ნატოს გაერთიანებული სამხედრო ძალების მთავარსარდლის, ამერიკელი გენერლის, კერტის სკაპაროტის შეფასებით, საბჭოთა პერიოდში ნატოს და რუსეთს უკეთესი კომუნიკაცია ჰქონდათ, ვიდრე დღეს.

„ცივი ომის დროს ჩვენ გვესმოდა ერთმანეთის სიგნალები. ჩვენ ვლაპარაკობდით. დარწმუნებული არ ვარ, რომ დღეს გვესმის“ - განაცხადა სკაპაროტიმ სააგენტო Associated Press-თან ინტერვიუში.

ამერიკელი გენერლის ინფორმაციით, მხოლოდ ორჯერ შეხვდა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს და რამდენჯერმე ტელეფონით ესაუბრა.

კერტის სკაპაროტის შეფასებით, როცა მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთის შესაძლებლობები და განზრახვები იციან, გაცილებით დაბალია მათ შორის კონფლიქტის რისკი, ამიტომ ერთმანეთთან ურთიერთობა შეკავების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

მარტის დასაწყისში, აშშ-ის სენატში გამოსვლისას გენერალმა სკაპაროტიმ განაცხადა, რომ აუცილებელია აშშ-ის საბრძოლო პოტენციალის გაძლიერება, რათა ეფექტურად გაუწიონ წინააღმდეგობა რუსეთისგან მზარდ სამხედრო საფრთხეებს ევროპასა და მთელ მსოფლიოში.

ამერიკელმა გენერალმა რუსეთს უწოდა მთავარი საფრთხე ევროპის სტაბილურობისთვის და ვაშინგტონს მოუწოდა რეგიონში სამხედრო კონტინგენტის გაზრდისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG