Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთში იმყოფება


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

დღეს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში.

ბუქარესტში, მთავრობის სასახლეში მამუკა ბახტაძის დახვედრის ცერემონიის შემდეგ გაიმართება მისი და რუმინეთის პრემიერ-მინისტრის, ვასილიკა-ვიორიკა დენჩილას შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაფორმდება კულტურის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც ხელს მოაწერენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრი ვალერ დანიელ ბრეაზი.

ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება რუმინეთის პრეზიდენტს და სენატის თავმჯდომარეს, ესტუმრება წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს და გვირგვინით შეამკობს რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მემორიალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG