Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯის კომპლექსი საფრთხის ქვეშ - საერთაშორისო კონფერენცია თბილისში


18-20 აპრილს თბილისში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი მართავს საერთაშორისო კონფერენციას „დავით გარეჯი: მულტიდისციპლინარული კვლევა და განვითარების სტრატეგია“.

2018 წელსდავით გარეჯის კომპლექსი კულტურული მემკვიდრეობის სფეროს პან-ევროპული გაერთიანების „ევროპა-ნოსტრას“ მიერ შეყვანილია ევროპული კულტურული მემკვიდრეობის 7 საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის ნუსხაში.

გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მაკა დვალიშვილი აღნიშნავს, რომ ამ კონფერენციის მიზანია ძეგლის მრავალდარგობრივი კვლევების ხელშეწყობა, განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა, პლატფორმის შექმნა საერთაშორისო აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის დამყარდეს დიალოგი აქტუალური პრობლემების გადასაწყვეტად... მაკა დვალიშვილის თქმით, დღესდღეობით სერიოზულ პრობლემად რჩება ის, რომ ძეგლის ერთი ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, არ ვიცით როგორია ბერთუბნის კომპლექსის მდგომარეობა და რაც მთავარია, ჩამონგრეული კლდე მნიშვნელოვანი საფრთხე ხდება ქართული კულტურის ამ შედევრისთვის. მით უფრო სასაიხარულოა, რომ კონფერენციაში აზერბაიჯანელი სპეციალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები ერთად დაიწყებენმუშაობას დავით გარეჯის კომპლექსის გადარჩენაზე

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG